🔶ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე საკრებულოს ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში იმ ფირმებისა და კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა ვინც აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სახის სოციალურ და ჰუმანიტარულ პროექტების განხორციელებაში.
🔶ბექა ვაჭარაძემ გაწეული საქმიანობისთვის საკრებულოს სახელით მადლობის სიგელები გადასცა მათ და ისაუბრა სახელმწიფოს მიერ შემუშავებული იმ ანტიკრიზისული პროგრამების შესახებ, რომელიც ბიზნესისათვის დახმარების კუთხით ქვეყანაში იწყებს განხორციელებას.
🔶”- კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ამ ურთულესი გამოწვევის წინაშე სოლიდარობა უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ და გვერდში დავუდგეთ ადამიანებს, ვისაც დღეს ზრუნვა ყველაზე მეტად სჭირდება. ყველანი უნდა შევეცადოთ ერთად გადავლახოთ არსებული გამოწვევები და რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ კალაპოტს” – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე.
🔶შეხვედრის მინაწილეებმა კვლავაც მზადყოფნა გამოთქვეს სხვადსსხვა სოციალური პროექტების განსახორციელებაზე.