📌 დღეს, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ, ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ, თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანიამ, საკრებულოს წევრებმა და ვეტერანთა საქალაქო კავშირის თავმჯდომარე პაატა გეგენავამ დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
🖊”-გილოცავთ ყველას ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ამ არნახული მაშტაბის ომში წყდებოდა კაცობრიობის მომავალი. 300 ათასამდე ქართველი მებრძოლი გმირულად დაიღუპა სწორედ ჩვენი უკეთესი მომავლისთვის, მათ შორის 2500ზე მეტი ფოთელი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ამ 2500 ფოთელის სიმბოლურ საფლავზე. ჩვენი ვალია გვახსოვდეს და სათანადო პატივი მივაგოთ მათ, ვაგრძნობინოთ ვეტერანებს მადლიერება და დაფასება. მინდა განსაკუთრებული სიყვარულით მივულოცო მათ. ასევე გილოცავთ ევროპის დღეს. სწორედ 75 წლის წინანდელმა გამარჯვებამ განსაზღვრა ევროპის დღევანდელობა. ჩვენი ხვალინდელი დღეც ევროპაშია და საქართველო არასდროს გადაუხვევს ევროინტეგრაციის გზას.”- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
📌 ფოთში, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებათან გათანაბრებულ 27 ადამიანს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 ლარი ჩაერიცხებათ.