✍13 მაისს გაიმართა საკრებულოს მეშვიდე რიგგარეშე სხდომა.
🔶ქალაქ ფოთში უახლოეს მომავალში დაიწყება ახალი, თანამედროვე სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების შენობის მშენებლობა. დღეს სხდომაზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცა უფლება განახორციელოს, 9 აპრილის ხეივანზე, N4ა-ში მდებარე ამორტიზირებული შენობების დემონტაჟი . 2021 წლისთვის, ამ ტერიტრიაზე დასრულდება 120 აღსაზრდელზე გათვლილი, თანამედროვე, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა. პროექტი ხორციელდება ლტოლვილთა დანიის საბჭოს, გერმანიის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (KfW) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
🔶ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ყავს ახალი თავმჯდომარე – სამსონ კუტალია.