➡️გზების რეაბილიტაცია, ქუჩებისა და ტროტუარების კეთილმოწყობა, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის უპირველეს ამოცანად რჩება.
🔵შემუშავებულია ახალი, შემოვლითი გზის მშენებლობის გეგმა, რომელიც დასახლებული უბნების გვერდის ავლით, ნავსადგურს, ტერმინალებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონას საავტომობილო გზის ცენტრალურ მაგისტრალთან დააკავშირებს.
პროექტს დასრულებულ სახეს მისცემს აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული, ქ. ფოთში, მდ. რიონზე გადასასვლელი საავტომობილო ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა.
🔵ახალი ფოლად-რკინა-ბეტონის 8 მალიანი ხიდის მშენებლობა მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და ფოთის მიმართულებით, მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.
🔵პროექტის აქტუალობას ზრდის ნავსადგურში ტვირთბრუნვის მატება და ფოთის პორტის გაფართოების გეგმა. ფოთის პორტის ტერმინალის რეკონსტრუქციისთვის ამერიკული ფონდის მიერ $93 მლნ ინვესტიციის განახორციელებაზე პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა. ახალი ღრმაწყლოვანი ტერმინალის მშენებლობისთვის უკვე გადმოირიცხა 30 მლნ. დოლარი და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. ტვირთბრუნვის ზრდა, რაც თავისთავად გულისხმობს ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის ზრდას, მნიშვნელოვანს ხდის შემოვლითი გზის მშენებლობას, დასახლებულ უბნებში ხმაურისა და მტვერის მატების თავიდან ასაცილებლად.
🔵2020 წლის 9 იანვრის N19 მთავრობის განკარგალებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში აკაკის ქუჩაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 1,46 კმ-იანი მონაკვეთის, წმინდა გიორგის ქუჩის 1,505 კმ-იანი და ჭავჭავაძის ქუჩის 3,5კმ-იანი მონაკვეთების რეაბილიტაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.
პროექტის ღირებულება 6 მილიონ 397ათას 676 ლარია.
🔵პარალელურად მზადდება ტენდერი თამარ მეფის, ბერდიანსკისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპის განხორციელებაზე. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 251ათას 540 ლარია.