ℹ საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრებთან ერთად ადგილზე გაეცნო ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
🔷️მათ შორის საცურაო აუზის, საზღვაო აკადემიის და წყალანირების პროექტის მიმდინარე სამუშაოებს.
🔹️მშენებლობის ხემძღვანელებთან ყურადღება გამახვილდა სამუშაოების დასრულების ვადებზე და ხარისხზე.
🔹️აღსანიშანვია, რომ ყველა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტზე მეტწილად დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.
📌როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, პროცესი გაგრძელდება და მნიშვნელოვანია არა მარტო მასშტაბური, არამედ ლოკალურ საკითხებზე ორიენტირებული პროექტებიც, როგორიცაა მრავალსართულიანი ბინების გადახურვა, ეზოების კეთილმოწყობა, ტრენაჟორების მონტაჟი და სხვა.
📌ქალაქ ფოთის საკრებულოს გეგმიურ სხდომაზე, განიხილება ქალაქ ფოთის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და ტრანსპორტის სამსახურის ანგარიში.