ℹსაკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე, საკრებულოს წევრებთან ერთად იმყოფებოდა კუნძულისა და მალთაყვის სანაპირო ზოლზე.
🔷️კუნძულის სანაპიროზე სამუშაოები მიმდინარეობს სწრაფ ტემპში.
🔷️რაც შეეხება მალთაყვის სანაპირო ზოლს, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე სანაპიროზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეჩერებულია, აუცილებელია სანაპირო დასუფთავდეს და შეძლებისდაგვარად მზად იყოს საზღვაო სეზონისთვის.
🔹️იგეგმება ქვიშის მოედნის, საშხაპეების და ბიო ტუალეტის მოწყობა. მაქსიმალურად საჭიროა კერძო სექტორის დაინტერესებაც, რაც საჭიროებს სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას, მეტ მოქნილობას.
📌ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ტურიზმის ა(ა)იპი ამუშავებს გეგმას, რომელსაც წარმოადგენს საკრებულოს სხდომაზე და უმრავლესობის მხარდაჭერის შემთხვევაში, სარგებლობაში გადაეცემა აღნიშნული სანაპირო ზოლის ნაწილი. რაც მათ მისცემს საშუალებას უმოკლეს ვადებში გაატარონ ქმედითი ღონისძიებები.