📢ფოთის ძველი სამშობიარო სახლის ბაზაზე „ფოთის ცენტრალური საავადმყოფო – ბომონდი“ მოეწყო, რომელიც დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
📌სამედიცინო დაწესებულება ქალაქ ფოთისა და სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობას სრულ ამბულატორიულ და სამეანო-გინეკოლოგიურ სერვისს სთავაზობს.
📌დაწესებულება ქალაქ ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ, ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მალხაზ თორიამ დაათვალიერეს.
📌კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურითა და პროფესიონალი კადრებით. 2020 წლის ბოლოსთვის ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში შესაძლებელი იქნება ქირურგიული ოპერაციებისა და კვლევების ჩატარება, გაიხსნება რეანიმაციის და ემერჯენსის, ხელოვნური თირკმლის და ინფექციური განყოფილებები, დაიდგმება კომპიუტერული ტომოგრაფია და ციფრული რენტგენი.