🔵ფოთის მოსახლეობა სამეანო-გინეკოლოგიურ და მრავალპროფილურ ამბულატორულ სამედიცინო მომსახურების მიღებას განახლებულ და რეაბილიტირებულ შენობაში შეძლებს.
🔵 „ფოთის ცენტრალური საავადმყოფო – ბომონდი“, რომელიც ფოთის ძველი სამშობიარო სახლის ბაზაზე მოეწყო, დღეს ოფიციალურად გაიხსნა. სამედიცინო დაწესებულება ქალაქ ფოთისა და სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობას სრულ ამბულატორიულ და სამეანო-გინეკოლოგიურ სერვისს სთავაზობს. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით.
🔵რეაბილიტირებული შენობა ქალაქ ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ, ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მალხაზ თორიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ დაათვალიერეს.
🔵 2020 წლის ბოლოსთვის ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში შესაძლებელი იქნება ქირურგიული ოპერაციებისა და კვლევების ჩატარება, გაიხსნება რეანიმაციის და ემერჯენსის, ხელოვნური თირკმლის და ინფექციური განყოფილებები.