🔶სსიპ კოლეჯი „ფაზისი“, გახდა ერთ-ერთი პირველი სასწავლო დაწესებულება, რომელმაც აქტიურად დანერგა პროფესიულ განათლებაში ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტი. ეს ინტეგრირებული სასწავლო პროგრამა გულისხმობს კოლეჯის კურსდამთავრებულებისთვის საჯარო სკოლის ატესტატთან გათანაბრებული პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის გაცემას, რაც მათ აძლევს საშუალებას სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებელში.
📌აღნიშნულთან დაკავშირებით ქალაქ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე და მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელი შალვა სარდალიშვილი სსიპ კოლეჯს „ფაზისი“ სტუმრობდნენ. კოლეჯის დირექტორთან, ნინო ბაკურაძესთან ერთად კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს, ისაუბრეს მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ. ასევე განხილულ იქნა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხიც.
📌განათლების სამინისტროს მიერ განხორციელებული ეს რეფორმა ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას. კოლეჯ „ფაზისს“ გააჩნია უმაღლესი დონის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ყავს პროფესიონალი ადმინისტაცია და პედ-კოლექტივი.