🔵 ფოთში მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მუშაობა 29 მაისიდან განახლდება.
🔵ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყველა ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებელია პირბადის ტარება და აკრძალულია კონდიციონერის გამოყენება, ფანჯრები უნდა იყოს ღია მდგომარეობაში.აგრეთვე იკრძალება ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა.
🔵კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა. სამუშაოებს ფოთის მერი გოჩა კურდღელია გაეცნო.
🔵 საზოგადოებრივ ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები სისტემატურად ჩაუტარდება.
🔵ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა მომსახურება, კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი ყველა წესისა და რეკომენდაციის სრული დაცვით განხორციელდება.
🔵 სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა 8 ივნისიდან აღდგება.