15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმის სფეროში შეზღუდვები მოიხსნება და ახალი რეგულაციებით ქვეყანაში ტურისტების მიღება დაიწყება.
სამზადისია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში. მალთაყვის სანაპირო ზოლისა და ბულვარის დასუფთავების ღონისძიებაში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სერვისების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის, სააღმზრდელო გაერთიანებისა და სოციალური აიპების თანამშრომლებიც ჩაერთვნენ. დასუფთავდა სანაპირო ზოლის 500 მეტრიანი მონაკვეთი. გაითიბა გაზონები და მიმდებარე ტერიტორია. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ბულვარის მოწესრიგების მიზნით სხვა ღონისძიების გატარებასაც გეგმავს.
მალთაყვის სანაპირო ბულვარზე არსებულ ვითარებას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მოადგილეებთან ერთად გაეცნო.