📢 მიმდინარე წლის 29 მაისს გაიმართა საკრებულოს მე-8 გეგმიური სხდომა. ✅სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი.
📌სხდომაზე ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირეს „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ტურიზმის ცენტრისთვის“ მალთაყვის სანაპირო ზოლის ნაწილის 2020წლის 1ნოემბრამდე სარგებლობაში გადაცემას. დაწყებულია მომზადება საზღვაო სეზონისთვის. დღეს მოეწყო დასუფთავების აქცია. ამ სეზონზევე სანაპიროზე უნდა მოეწყოს ქვიშის მოედანი, საშხაპეები, ბიო ტუალეტები რაც ამ ეტაპზე საშუალებას მიცემს ჩვენს ქალაქს შეუქმნას კომფორტი როგორც ადგილობრივი დამსვენებლებს, ასევე ტურისტებს.
📌ასევე სხდომაზე მოისმინეს „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის 2019 წლის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ“. ანგარიშამდე საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრებთან ერთად ადგილზე ეცნობოდა ქალაქში მიმდინარე პროექტებს და შეისწავლეს არსებული ვითარება. ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. საკრებულოს წევრებმა წარმოადგინეს მოსაზრებები, რეკომენდაციები, მითითებები და ანგარიში შეაფასეს დამაკმაყოფილებლად.
📌განკარგულების შესაბამისად ქალაქ ფოთის მერს მიეცა თანხმობა ელექტრონული აუქციონით სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით, არასასოფლო-სამეურნეო მიწების გადაცემასთან დაკავშირებით.
📌საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დადგენილებები, რომელთა შესაბამისად შევიდა ცვლილებები ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულებაში და დამტკიცდა კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისების და სარგებლობის უფლებით გადაცემა, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქონების საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშწორების წესი.
📌ასევე ცვლილებები მოხდა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა კომისიებში, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე გადაყენებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულ იქნა დავით კვიციანი.