➡️ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა.
🔵ფალიაშვილის ქუჩაზე, მძიმე სატვირთო ტექნიკის გადაადგილების შედეგად გამოწვეული ხმაურისა და მტვერის პრობლემასთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა. მერმა ფალიაშვილის ქუჩაზე, პრობლემის მოსაგვარებლად დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.
🔵მერის თქმით, საკითხის მოგვარებაში ქუჩაზე განთავსებული კერძო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან. გოჩა კურდღელიამ შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და შემოვლითი გზის მშენებლობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მძიმე სატვირთო ტექნიკას დასახლებული უბნების გვერდის ავლით გაატარებს და ცენტრალურ საქალაქთშორისო მაგისტრალს შეუერთდება.
🔵აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქალაქის მერი შპს „ეკო-სპექტრის“ წარმომადგენლებს შეხვდა. კომპანია ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ფარგლებში გარემოზე ზემოქმედების კვლევებს აწარმოებს. ახალი ნავსადგურის მშენებლობა, რომლის საჭიროება რეგიონში ტვირთბრუნვის ზრდამ გამოიწვია, შესაბამის გამართულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას მოითხოვს. ეს კი უპირველესად, საავტომობილო გზებია, რამაც უნდა აამაღლოს ლოჯისტიკის ხარისხი და ტვირთგამტარიანობის მაჩვენებლები. შეხვედრაზე განხილული იქნა ახალი გზის მშენებლობის ტექნიკური საკითხები.