მიმდინარე წლიდან ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ფოთში ჯანდაცვის ორი ახალი პროგრამა ამოქმედდა:
➡️ დაწყებითი კლასის მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევა პროგრამის ფარგლებში ხორციელდება დაწყებითი კლასის მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევის მომსახურება ჯანსაღი მომავალი თაობის უზრუნველსაყოფად. პროგრამა ითვალისწინებს ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი კლასების მოსწავლეების პროფილაქტიკურ გამოკვლევას, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში გავრცელებული პათოლოგიების, კერძოდ: თვალისა და ხერხემლის (სქოლიოზის) პათოლოგიების პრევენციის მიზნით.
➡️პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო და კერძო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები. ქვეპროგრამით გათვალისწინებულია: ა) თვალის პათოლოგიების გამოვლენა და პრევენცია; ბ) სქოლიოზის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით ორთოპედის კონსულტაცია და ხერხემლის რენტგენოლოგიური კვლევა. გ) ოფთალმოლოგის კონსულტაცია
➡️ონკოლოგიურ დაავადებათა გამოკვლევა და პრევენცია. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ონკოლოგიურ დაავადებათა გამოკვლევა და პრევენციის მომსახურება ონკოდაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის, კეთილსაიმედო პროგნოზის უზრუნველსაყოფად. ქვეპროგრამის მიზანია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გინეკოლოგიურ დაავადებათა და ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენა და პრევენცია. პროგრამით გათვალისწინებულია: ა) გინეკოლოგიურ დაავადებათა ადრეული გამოვლენა და პრევენცია; ბ) ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის მიზნით სოციალურად დაუცველი ქალებისთვის (70 000-მდე სარეიტინგო ქულა) მამოლოგის კონსულტაცია და სარძევე ჯირკვლის ექოსკოპია.
➡️აღნიშნული პროგრამით მოქალაქეს შუძლია ისარგებლოს წელიწადში ერთჯერ. პაციენტები გამოკვლევების ჩასატარებლად განცხადების გარეშე პირდაპირ მიმართავენ პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებას. მამოლოგის კონსულტაცია; სარძევე ჯირკვლების ექოსკოპია; გინეკოლოგის კონსულტაცია; საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი წარმონაქმნის პრევენციული კვლევა; გინეკოლოგიური ექოსკოპია.
➡️სერვისის მისაღებად მიმართეთ კორპორაცია “ევექსის” პოლიკლინიკას.
➡️მისამართი: ქ.ფოთი,გამსახურდიას 6.