საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად ფოთში, სამეგრელოს ქუჩაზე მდებარე რეაბილიტირებული საფეხბურთო სკოლა დაათვალიერა. სკოლა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და “უეფას” ხელშეწყობით შენდება და მისი ღირებულება 4 მილიონ ლარს შეადგენს.
⚽პროექტის ფარგლებში მოეწყობა ორი ბუნებრივსაფარიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედანი, განათებით, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნით და ტექნიკური შენობით, სადაც განთავსდება ფეხბურთელთა და მსაჯთა გასახდელები, მწვრთნელების ოთახი და სამედიცინო სივრცე.
⚽საფეხბურთო სკოლის მშენებლობა დაიწყო 2019 წლის ივლისში და მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.
