🔵 9 აპრილის ქუჩაზე N5 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ადგილას, ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდება. 120 აღსაზრდელზე გათვლილი დაწესებულება 2021 წელს შევა ექსპლუატაციაში.
🔵ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ, მერის მოადგილემ პაატა ლაგვილავამ, ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლებთან და არქიტექტორებთან ერთდ მშენებლობის ტექნიკური საკითხები განიხილეს.
🔵პროექტის ღირებულება 800 ათასი ლარია. იგი ხორციელდება ლტოლვილთა დანიის საბჭოს, გერმანიის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (KfW) , საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას ჩართულობით.
![ფოთში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2020/06/102703483_3187167594672628_7252324983165433747_n.jpg)