🔵ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დავით ვერავა, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, საერთაშორისო ხაზებზე მომუშავე მძიმეწონიანი სატვირთო ავტომობილების მძღოლებს შეხვდენენ და კორონა ვირუსის პანდემიის შედეგად, სამუშაო პროცესში შექმნილ პრობლემებს გაეცნენ.
🔵ავტო-სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მხრიდან დასმული იქნა კარანტინის მოხსნისა და უფასო სამედიცინო ტესტირებების საკითხი.
🔵შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენელი ესწრებოდა. „მძიმეწონიანი სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიერ დასმული საკითხები შესაბამისი სტრუქტურების მიერ უმოკლეს ვადაში იქნება განხილული. საკითხი გადაიჭრება ისე, რომ მძღოლების ინტერესიც იქნას გათვალისწინებული, დაცული იქნას მათი ჯანმრთელობა და არ შეფერხდეს ტვირთების ტრანსპორტირება და საერთაშორისო გადაზიდვები“ -განაცხადა ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.