🔵ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მოადგილესთან კონსტანტინე თოფურიასთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან დავით ვერავასთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
🔵კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის განხორციელება მნიშვნელოვანია, როგორც უბნის ეკონომიკური განვითარების, ისე ქალაქის ტურისტული პოტენციალის ამაღლების თვალსაზრისით. მეორე ეტაპის სამუშაოები საფეხმავლო ბილიკისა და ძირითად ჯებირის აღდგენა-რეკონსტრუქციას, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღია კომპლექსის მშენებლობას, მინი-საფეხბურთო მოედნის და მცირე ზომის დასასვენებელი სკვერის მოწყობას ითვალისწინებს.
🔵ავტოპარკის მშენებლობა მიმდინარეობს მშვიდობის ქუჩაზე.სამუშაოებს ტენდერში გამრჯვებული კომპანია შპს “იმედი” ასრულებს. დეპო განკუთვნილია საქალაქო საზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ დაფინანსებული, ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში, 2020 წლის აგვისტოში 6 ახალი ავტობუსი შეემატება.
🔵სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქის ცენტრალური კულტურისა და დასვენების პარკში. პროექტის ფარგლებში მოხდება საფეხმავლო ბილიკების, სათამაშო მოედნების, ატრაქციონების, სკამების, სასმელი წყლის შადრევნების, დეკორაციული განათების ბოძების მოწყობა. მოხდება პარკის მწვანე ნარგავებით შევსება. განახლებული დასვენების სივრცე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.