🔈კონკურსი ახალგაზრდა ფოტომოყვარულებისთვის: ‘ჩვენი მიზანია მდგრადი განვითარება‘.
🔵ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო, როგორც მერების შეთანხმების (#CoM) მხარდამჭერი აცხადებს ფოტოკონკურსს საუკეთესო სელფზე, რომელიც გადაღებულია მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქის/მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიის ფონზე.
საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის პირობები:
• ერთ ფოტომოყვარულს შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ 3 ფოტო;
• ფოტონამუშევრებს თან უნდა ერთვოდეს კონკურსანტის საკონტაქტო ინფორმაცია და ფოტოს გადაღების ლოკაცია;
• ნამუშევრები მიიღება ელ-ფოსტაზე – eecgeo@eecgeo.org;
• ყველა მიღებული ფოტო აიტვირთება ენერგოეფექტურობის facebook-გვედზე ცალკე ალბომში;
• ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა- 2020 წლის 22 ივნისი
გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2020 წლის 25 ივნისს ონ-ლაინ რეჟიმში (კონკურსანტებს დამატებით ეცნობებათ ჩართვის ზუსტი დრო). საუკეთესო ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდებიან პრიზებით.
კონკურსი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი #მერებისშეთანხმებააღმოსავლეთით ფარგლებში.