🔵 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში 2021 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე იმსჯელეს.
🔵მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვასა და პრიორიტეტების განსაზღვრაზე კანონით გათვალისწინებულ ვადებში მიმდინარეობს მუშაობა.
🔵 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ მოადგილეებთან და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად ის პროგრამები და პროექტები განიხილა, რაც ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში იქნება ასახული.
🔵მიმდინარე წელს ქალაქში ჯანდაცვის ორი ახალი პროგრამა, ხოლო ინფრასტრუქტურული კუთხით 5 ახალი პროექტი განხორციელდა. თანადაფინანსდა მოსახლეობის ყოფითი და სოციალური პრობლემის მოგვარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები.