🔵ფოთში საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ ორი ისტორიული შენობის რეაბილიტაცია იგეგმება.
მიმდინარეობს მუშაობა ყოფილი უშიშროების სამსახურის შენობისა და ა(ა)იპ სამხატვრო სასწავლებლის შენობების რეკონსტრუქციის პროექტზე. სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება.
🔵აღმაშენებლი ქუჩაზე ისტორიული ნაგებობა მოდერნის სტილში, 1901-1910 წლებში არქიტექტორ ედმუნდ ფრიკის ავტორობით აშენდა. ნაგებობა, სხვადასხვა არქიტექტურული დეტალებით, კონფიგურაციებით, დეკორატიული და მხატვრული ელემენტებით ხასიათდება. შენობაში წლების განმავლობაში “სახელმწიფო უშიშროება” იყო განთავსებული.
🔵თამარ მეფის ქუჩაზე, წითელი აგურითა და თეთრი ქვით ნაგებ შენობას, არქიტექტურული ელემენტებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
🔵ოტია ჯაიანის სახელობის სამხატვრო სკოლის შენობა აგებულია ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის პერიოდში; შენობის ავტორი არქიტექტორი ედმუნდ ფრიკია.
სამხატვრო სკოლას 2012 წელს ჩაუტარდა ნაწილობრივ რეაბილიტაცია, შეკეთდა სახურავი და გამოიცვალა გარე კარ-ფანჯრები.
🔵რეკონსტრუქციის შედეგად ორივე შენობა სრულად იქნება აღდგენილი და დაიბრუნებს პირვანდელ ისტორიულ იერ-სახეს.
🔵პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას უშუალო ჩართულობით განხორციელდება.