🔵საგანგებო რეჟიმის პერიოდში, COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციის ღონისძიებებში ჩართული უწყებებისა და სამსახურების წარმომადგენლებს, მოხალისეთა ჯგუფებში ჩართულ თანამშრომლებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ მადლობის სიგელები გადასცა.
🔵„ჩვენ ერთობლივი შრომით და ძალისხმევით შევძელით, რომ ყველაზე რთულ პერიოდში ფოთს ჰქონოდა მწვანე ზონის სტატუსი. მინდა მადლობა ვუთხრა კორონა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებაში ჩართულ თითოეულ პირს, ორგანიზაციას, სახელმწიფო უწყებას თუ კერძო სექტორის წარმომადგენელს. გაწეული იქნა კოლოსალური შრომა ჩვენი მოქალაქეების დასაცავად ინფექციისგან“_განაცხადა ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.
🔵ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასთან შექმნილმა მოხალისეთა ჯგუფებმა, მონაწილეობა მიიღეს უფასო სასადილოს ბენეფიციართათვის საკვების შინ მიტანის პროცესში, ბანკების ფილიალებთან და ბანკომატებთან, აგრეთვე სასურსათო მაღაზიებთან მოქალაქეთა რიგების მოწესრიგებაში.
🔵სადეზინფექციო ღონისძიებები ჩატარდა ადმინისტრაციულ შენობებში, სავაჭრო ობიექტებში. საქალაქო ტრანსპორტში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში. სარეკომენდაციო წერილები გაეგზავნა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებს. მოირეცხა და სადეზინფექციო ხსნარის გაფრქვევა მოხდა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
🔵ქალაქში დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები. გაიკრა გამაფრთხილებელი სტიკერები, მოხალისეები დღის განმავლობაში ორჯერ, დილისა და საღამოს საათებში გადაადგილდებოდნენ ქალაქის ტერიტორიაზე და მეგაფონით მოუწოდებდნენ მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ. სურსათისა სავაჭრო ობიექტებში რამდენიმე ეტაპად დარიგდა პირბადეები და სადეზინფექციო საშუალებები.
🔵საგანგებო რეჟიმის პერიოდში ა(ა)იპ სოციალური მომსახურების ცენტრის სასადილო გადასული იყო შინ მიტანის სერვისზე.
🔵მედიკამენტები და საკვები დაურიგდათ 60 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებს, შეჭირვებულ და მრავალშვილიან ოჯახებს, ვირუსის გამო, დროებით უმუშევარ ოჯახებს, ხოლო ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქტი სასურსათო ამანათის სახით 2 ეტაპად დაარიგა.
🔵4 აპრილიდან „ევექსის“ ბაზაზე გაიხსნა ცხელების ცენტრი. გაძლიერდა კონტროლი სატვირთო გადაზიდვებზე. ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით აეროპორტის ტერიტორიაზე მოეწყო ტირ-პარკი, სადაც სატვირთო ავტოსაშუალებების მძღოლები ელოდნენ ტვირთს. ყოველდღიური მონიტორინგი ტარდებოდა აგრარულ ბაზარსა და სასურსათო მაღაზიებში. მერიაში მოქმედებდა ქოლ-ცენტრი, სადაც შემოსულ ზარებზე ხდებოდა მყისიერი რეაგირება.
🔵საგანგებო რეჟიმის პერიოდში დახმარება გაეწია 7000 -ზე მეტ ოჯახს.