📢დღეს, 2020 წლის 12 ივნისს გაიმართა საკრებულოს მე-10 რიგგარეშე სხდომა. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი:
✍️ განიხილეს და მხარი დაუჭირეს განკარგულების პროექტს, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების მოწონების თაობაზე” და მთავრობის განკარგულების საფუძველზე გამოიყოფა თანხები შემდეგი პროექტების განსახორციელებლად
• ქუჩების რეაბილიტაცია
• ქალაქ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის ფასადის რეაბილიტაცია
• მალთაყვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის პროექტით აშენებული ( I ეტაპით ჩაბარებული ) შენობა – ნაგებობების რეკონსტრუქცია – რეაბილიტაცია
• მდინარე რიონის წყალგამატარი გალერეაის გაწმენდა -რეაბილიტაცია
• მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების კაპ.რემონტი (ბრტყელი და ქანობრივი)
• საფეხმავლო ბულვარის (9 აპრილის ხეივანი) მოწყობა
• სახელოვნებო სკოლის და კულტურის სახლის რეაბილიტაცია რესტავრაცია (პიონერთა სახლი)
• ხელოვნების ცენტრის მშენებლობა
• მდინარე რიონზე რკინა ბეტონის ხიდის მშენებლობა -170 მეტრი
• მდინარე კაპარჭაზე ხიდის მშენებლობა
• ამფითეატრის მშენებლობა(ზღვის სანაპიროს მიმდბარედ)
• ქალაქ ფოთში, სკოლამდელი სააღმსაზრდელო დაწესებულებში სველი წერტილების რეაბილიტაცია
✍️ ასევე ცნობად იქნა მიღებული ახალი ფრაქცია “ქართული ფესვების” შექმნა.