საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 6 მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული ავტობუსის შესაძენად, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს ,,Otokar Otomotiv ve Savunma Sanayi A.S.“- თან ხელშეკრულება გააფორმა.
პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და კონტრაქტის საერთო ღირებულება 18.7 მილიონ ევროს შეადგენს.
ავტობუსების შესყიდვა საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ასჩვიდმეტი 8.5 მეტრიანი და ორმოცდათვრამეტი 10 მეტრიანი ავტობუსების მოწოდება 6 მუნიციპალიტეტზე შემოდგომიდან დაიწყება. ფოთში უკვე მიმდინარეობს ავტოპარკის მშენებლობა. იგეგმება შშმ პირებზე ადაპტირებული მოსაცდელების მოწყობა.