🔵6 ივლისს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. ფოთის საგამოცდო ცენტრში ფოთში, ხობში, სენაკსა და სუფსაში მაცხოვრებელი 1100 აბიტურიენტი და 200 მასწავლებლობის მსურველი არის დარეგისტრირებული.
🔵ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარე წელსაც მესამე საჯარო სკოლაში ჩატარდება, რისთვისაც მზადება უკვე მიმდინარეობს.
🔵აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია ფოთის რესურსცენტრის დირექტორს გოჩა ქორქიას შეხვდა.
🔵საგამოცდო ცენტრი აღჭურვილია დამცავი ფარებითა და ჰიგიენური საშუალებებით. ჩატარდება თერმოსკრინინგი. მოეწყობა საკარანტინო სივრცეები, ადგილზე მობილიზებული იქნება სამედიცინო პერსონალი.
🔵ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ მადლობა გადაუხადა რესურსცენტრის დირექტორს საგანგებო რეჟიმის პერიოდში საგანმანათლებლო პროცესის დისტანციურ რეჟიმში, მაღალ დონეზე ჩატარებისთვის და მადლობის სიგელი გადასცა.
🔵შეხვედრაზე საუბარი შეეხო საჯარო სკოლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს. სარემონტო სამუშაოები 2020 წელს ფოთის 4 საჯარო სკოლაში ჩატარდება.