📢2020 წლის 30 ივნისს გაიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-11 გეგმიური სხდომა. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი. შესაბამისად მიღებულ იქნა 9 განკარგულება და დამტკიცდა 5 დადგენილება.
✍️სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული საკითხი ქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ.
✍️დებატები გამოიწვია დღის წესრიგით გათვალისწინებულმა მე-2 საკითხმა სადაც გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა.
✍️საკრებულოს წევრებმა ერთხმად მოიწონეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტები, რომელიც ითვალისწინებს ქალაქ ფოთში №15,17,10,11 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებების სარემონტო სამუშაოებს და ვიქტორ კრატასიუკის, კიკალეიშვილის, ქორქიას ქუჩისა და ქორქიას ჩიხის რეაბილიტაციას.
✍️ასევე მხარი დაუჭირეს ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის მუშების და დამგველისათვის ხელფასების ზედა ზღვრის გაზრდას.
✍️ფარული კენჭისყრის შედეგად , ხმათა უმრავლესობით არჩეულ იქნა საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარეები, თორნიკე ხარჩილავა და თემურ დუნდუა.