🔵ფოთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები გრძელდება. სახურავების კაპიტალური რემონტი რამდენიმე ობიექტზე ერთდროულად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, 14 საცხოვრებელი სახლი გადაიხურება:
➡️დანელიას- N72;
➡️9 აპრილის- N12 და N33;
➡️ერეკლე მეორეს -N30;
➡️გურიის- N177, N179, N187, N189;
➡️ჭანტურიას – N7, N9, N11;
➡️ჭავჭავაძის N142 და N144 ;
➡️დ. აღმაშენებლის N3.
🔵მიმდინარე სამუშაოების ღირებულება, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება 456 000 ლარია.
