✅ სასოფლო-სამეურნეო მიწის თანამესაკუთრეთათვის აგრობარათების მიღება გავამარტივეთ!
► სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, აგრობარათების მისაღებად, საკმარისია ერთ-ერთი თანამესაკუთრის მიერ, სხვა თანამესაკუთრეებისგან მიღებული წერილობითი თანხმობის წარმოდგენა.
► თანხმობის შინაარსისა და ხელმოწერის ნამდვილობაზე პასუხისმგებელია დოკუმენტის წარმდგენი თანამესაკუთრე.
► ბარათების მიღება შესაძლებელია ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის, ან ყველა თანამესაკუთრის გამოცხადდების შემთხვევებშიც.
ℹ აგრობარათების მისაღებად, ფერმერებმა, ბანკში მისვლამდე, პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაცია ვებპორტალზე – myliberty.ge უნდა გადაამოწონ; ბანკში ვიზიტის დროს, თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
📞 1501 ➡ www.arda.gov.ge