🔈საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, აკაკის ქუჩაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 1,46 კმ-იანი და წმინდა გიორგის ქუჩაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 1,505 კმ-იანი მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
➡️პროექტების სავარაუდო ღირებულება 3 848 974 ლრია
➡️პროექტები ქუჩების კეთილმოწყობას, ინფრასტრუქტურისა და ასფალსტის საფარის აღდგენას ითვალისწინებს.
➡️დასრულდა ტენდერი თამარ მეფის, ბერდიანსკისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპის განხორციელებაზე. პროექტის ღირებულება 1 285 067 ლარია.
➡️სამუშაოები უახლოეს მომავალში, კანონით გათვალისწინებულ ვადებში დაიწყება.
![ქუჩების კეთილმოწყობაზე ტენდერი გამოცხადდა](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2020/07/69569647_2551746628214731_3517650976464961536_n-1.jpg)