ფოთის ცენტრალურ საავადმყოფო-“ბომონდში” უფასო კვლევების კვირეული იწყება.
15 ივლისიდან ფოთის მოსახლეობას საშუალება ექნება სრულიად უფასოდ მიიღოს მაღალკვალიფიციური მოწვეული სპეციალისტების კონსულტაცია.
15 ივლისს მოსახლეობას “კლინიკა ბომონდი”-ს შემდეგი სპეციალისტები მოემსახურებიან: კარდიოლოგი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, მეან-გინეკოლოგი.
აქციის ფარგლებში, პაციენტებს ასევე უფასოდ შეეძლებათ ჩაიტარონ ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ) და კარდიოექოსკოპია და სხვა ულტრაბგერითი კვლევები.
16 ივლისს აქციაში შემდეგი სპეციალისტები ჩაერთვებიან: კარდიოლოგი, ბავშვთა ქირურგი, დერმატოვენეროლოგი, პედიატრი, ბავშვთა ნევროლოგი. დაინტერესებულ პირებს 16 ივლისსაც შეეძლებათ ისარგებლონ მეან-გინეკოლოგის უფასო კონსულტაციით, ასევე უფასოდ ჩაიტარონ ელექტროკარდიოგრაფია და სხვა ულტრაბგერითი კვლევები.
17 ივლისს კი 15:00 საათიდან წყვილებისათვის უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის მედიკოსები.
აქციაში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაეწეროთ შემდეგ ტელეფონზე: 596 322 322.