🔵ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია და მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძესთან ერთად ფოთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
🔵 აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე და იმ შესაძლო პროექტების განხორციელებაზე იმსჯელა, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების თვითდასაქმებას შეუწყობს ხელს.