🔈საქართველოს მთავრობის დავალებით, საავტომობილო გზების დეპარატმენტი, ადგილობრივი მნიშველობის გზების რეაბლიტაციას იწყებს.
🔵ადგილობრივ თვითმმართველობასთან კოორდინაციით რეაბილიტირდება ზაქარია ფალიაშვილის 1.8 კმ-იანი ქუჩა, ვახტანგ გორგასლის 1.5 კმ-იანი ქუჩა, ეგნატე ნინოშვილის 1.76 კმ-იანი ქუჩა, გიორგი სააკაძის 2.08 კმ-იანი ქუჩა და კონსტანტინე გამსახურდიას 0.87 კმ-იანი ქუჩა.
🔵ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მონაკვეთების რეაბილიტაციით, გაუმჯობესდება გზის საექსპლუატაციო მაჩვენებელი, ავტოტრანსპორტი კი შეუფერხებლად და უსაფრთხოდ გადაადგილდება.
🔵სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020-2021 წლებში ჩატარდება.
🔈შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, აკაკის ქუჩაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 1,46 კმ-იანი და წმინდა გიორგის ქუჩაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 1,505 კმ-იანი მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა.
➡️პროექტების სავარაუდო ღირებულება 3 848 974 ლარია.
➡️პროექტები ქუჩების კეთილმოწყობას, ინფრასტრუქტურისა და ასფალსტის საფარის აღდგენას ითვალისწინებს.
➡️დასრულდა ტენდერი თამარ მეფის, ბერდიანსკისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპის განხორციელებაზე. პროექტის ღირებულება 1 285 067 ლარია.
➡️სამუშაოები უახლოეს მომავალში, კანონით გათვალისწინებულ ვადებში დაიწყება.