✍️მიმდინარე წლის 17 ივლისს გაიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-12 (რიგგარეშე) სხდომა, სადაც განხილულ იქნა ერთი საკითხი.
✅ცვლილებები შევიდა ქალაქის 2020 წლის ბიუჯეტში. გაიზარდა საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციის, (ეზოების კეთილმოწყობის) ექსპლუატაციისა და გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის ხარჯები.
✅ცვლილება შევიდა ქალაქის მშენებლობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის კუთხით განსახორციელებელ სამუშაოებში, კერძოდ ტრენაჟორებისა და ატრაქციონების შეძენა-მონტაჟისთვის მოხდა თანხის დამატება.
✅გამოიყო თანხები კუნძულის სანაპიროზე ფამფტრეკის მოსაწყობად.
✅შევიდა ცვლილება განსახორციელებელ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებში.
✅გაიზარდა სამელიორაციო სამუშაოების ხარჯები.
✍️წარმოდგენილი ცვლილებები დამტკიცებულ იქნა საკრებულოს წევრთა ხმათა უმრავლესობით.