🔹ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი ახალი სასწავლო წლისთვის 9 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს.
🔹ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის N-1,N-2, N-3, N-4, N-5, N-6, N-7, N-8, N-11 საჯარო სკოლებში სახურავის, სველი წერტილების, ელექტრო სამონტაჟო და გათბობის სისტემების სარემონტო სამუშაოები, სასწავლო წლის დაწყებამდე განხორციელდება.
🔹სამუშაოების სატენდერო ღირებულება 556 782 ლარია.
🔹 2019 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა ქალაქ ფოთის №1, №3, №4, №6 და №8 საჯარო სკოლებს.
🔹პროექტის ფარგლებში სახურავის კაპიტალური რემონტი, სველი წერტილების მშენებლობა, ეზოს კეთილმოწყობა და სხვა აუცილებელი სამუშაოები განხორციელდა.