🔶დღეს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში გენდერული თანასწორობის საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საბჭოს 2020 წლის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს, რომელიც ძირითადად, გენდერული თანასწორობის საბჭოს გაძლიერებას, ცნობადობის ამაღლებასა და ქმედუნარიანობის ხელშეწყობას ითვალისიწინებს. ასევე მოისმინეს შსს ქალაქ ფოთის საქალაქო სამმართველოს წარმომადგენელის 2019 წლის და 2020 წლის 6 თვის ინფორმაცია ფოთში ოჯახში ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ.
📌საბჭოს თავმჯდომარემ, ბექა ვაჭარაძემ დეტალურად ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. მისი თქმით, აუცილებელია მჭიდრო თანამშრომლობა გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. მნიშვნელოვანია მათ მიერ წამოწეული საკითხების შესწავლა, ასევე, გენდერულ ჭრილში მუნიციპალური პროგრამების გადახედვა, დახვეწა და საჭიროების შემთხვევაში ახალი პროგრამების შემუშავება. მან ასევე აღნიშნა რომ, უახლოეს პერიოდში საბჭო კიდევ ერთხელ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხებზე და მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმარებამდე მერიას რეკომენდაციით მიმართავს.