სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ფოთში, ჯავახიშვილის და ფალიაშილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა. ჯავახიშვილის ქუჩაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, ატმოსფერული ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგური დაიდგა, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჰაერის შემადგენლობას და დაბინძურების დონეს განსაზღვრავს.
სადგურის დადგმის საკითხი ჯავახიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებთან სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დაისვა. სამუშაო ჯგუფს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა ხელმძღვანელობს. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დამონტაჟებული იქნა საგზაო ნიშნები, რაც სატვირთო ავტომობილების გადაადგილებას არეგულირებს. ჰაერის მონიტორინგის შედეგების შესწავლის შემდეგ დასახული იქნება შესაბამისი ღონისძიებები.