🔵ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან დავით ვერავასთან და ქალაქ ფოთის მერის პირველ მოადგილესთან კონსტანტინე თოფურიასთან ერთად ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.
🔵ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მასშტაბურ სამუშოებს მოიცავს. მიმდინარეობს საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, შენდება სასცენო ნაგებობა, დაგეგმილია დასასვენებელი ბაქნების და სათამაშო (საბავშვო) მოედნების, გაზონის, საპარკო სკამების, ურნების, სასმელი წყლის შადრევნების, დეკორაციული განათების ბოძების მოწყობა.პარკში არსებული მნიშვნელოვანი ხე – მცენარეების დენდროლოგიური ჯიშებისათვის მცირე ზომის საინფორმაციო დაფების განთავსება;არსებული შადრევნის რეკონსტრუქცია და დამატებით ახალი შადრევნის მშენებლობა.
🔵ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ბერდიანსკის ქუჩაზე. ამ ეტაპზე ტროტუარები თამარ მეფის, ბერდიანსკისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებზე მოეწყობა. წყალარინების ქსელის სამუშაოების დასრულების შემდეგ სამივე ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.
🔵საფეხმავლო გზის მოწყობა მიმდინარეობს კუნძულის სანაპირო ზოლზე. აქ პროექტის მეორე ეტაპი ხორციელდება, რომელიც ჩოგბურთის კორტის მოწყობას , 270 ადგილიანი ტრიბუნით, მინი-საფეხბურთო მოედნის და მცირე ზომის დასასვენებელი სკვერის მოწყობას ითვალისწინებს. აშენდება პენსიონერთა კლუბის სახლი.