📌ფოთის მუნიციპალიტეტში ახალი ელექტრონული სერვისების დანერგვის პროცესი დაიწყო.
☑️დღეს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში, პროექტის – ,,საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება’’ ფარგლებში, ანალიტიკოსი, ირმა სიხარულიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის ტრენინგ-სემინარს ატარებს.
☑️პროექტი, რომელიც ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნას ითვალისწინებს, მიზნად ისახავს ელექტრონული მმართველობის ერთიანი სტანდარტის შექმნის გზით, ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობისა და გამჭირვალობის გაზრდას, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს თვითმმართველობების გაძლიერებას, საქმის წარმოების გამჭვირვალე პროცესებს, ელექტრონულ სერვისებზე ონლაინ წვდომის შესაძლებლობას და შემცირებულ ბიუროკრატიას.
➡️რეფორმის ფარგლებში დასანერგი ელექტრონული მოდულები ერთიანდება სამ ძირითად პლატფორმაში:
👉ms.gov.ge – ონლაინ განცხადებების მართვის სისტემა;
👉mm.gov.ge – ერთიანი ელექტრონული საქმის წარმოების სისტემა;
👉maps.gov.ge – გეოსივრცითი მონაცემების მართვის სისტემა;
🔘პროექტი„საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 11 ივნისის N1334 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს შორის 2019 წლის 16 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.