🔵ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საერთაშორისო ასოციაციის ‘’საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის’’ ერთობლივი სოციალური აქციის ფარგლებში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე 13 პირს სამედიცინო ეტლები გადაეცა.
🔵ახალი ეტლები ბენეფიციარებს ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ და მერის მოადგილემ მამუკა პაპასკირმა მიუტანეს. ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ქალაქში 2015 წლიდან აწყობს მსგავს ჰუმანიტარულ აქციას.