სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა – დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების და ქვესადგურის მიმდინარე საქმიანობისა და ქ. ფოთის 110 კვ ქვესადგურისა და 100 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების (ელექტოგადამცემი ხაზი „ჭალადიდის“ გაორჯაჭვიანება) პროექტი დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: 110 კვ ძაბვის ეგხ „ჭალადიდის“ გაორჯაჭვიანება; დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სს „ენერგო-პრო ჯორჯია“; დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. ფოთი; დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: 2020 წელის 6 აგვისტო, 16:00 საათი, ქ. ფოთის მე-11 საჯარო სკოლის ეზოში (ღია სივრცეში), შავი ზღვის ქუჩა N6. საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან და სხვადასხვა შეზღუდვებიდან გამომდინარე სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება ქ. ფოთის მე-11 საჯარო სკოლის ეზოში ღია სივრცეში (მის: შავი ზღვის ქუჩა N6.). საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 11 აგვისტომდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge .