📢მიმდინარე წლის 30 ივლისს გაიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-13 გეგმიური სხდომა. სხდომაზე განხილულ იქნა 8 საკითხი.
✍️საკრებულომ ერთხმად დაუჭირა მხარი მოქალაქე ელისო ჯანაშიას მიერ საკრებულოში შემოტანილ პეტიციას, რომელიც ითვალისწინებს ქალაქში ატმოსფერული ჰაერის სრულად და უწყვეტი მონიტორინგისთვის ავტომატური სადგურების დამოტაჟებას, ფოთის საზღვაო ნავსადგურისა და დიდი სამრეწველო ქარხნების ტერიტორიაზე.
✍️მოსმენილ იქნა ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრის“ დირექტორის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
✍️თანხმობა განუცხადეს ქალაქის მერს, შეზღუდული პასუხმგებლობის საზოგადოების „ფოთის სატრანსპორტო კომპანიის“ დაფუძნებაზე. აღნიშნული შპს უზრუნველყოფს მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებას, მათ შორის ათი ერთეული ახალი ავტობუსით, რომლის დაფინანსება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიიღო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან, საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის განსახორციელებლად.
✍️ქალაქში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და შესაბამისი საგზაო ნიშნების განთავსების მიზნით, საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს განკარგულებას „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“.
✍️ასევე მიიღეს განკარგულება, რომლის შესაბამისად ქალაქ ფოთის მერს დაევალა ზღვის სანაპიროზე განათავსოს ამკრძალავი ნიშნები, მოახდინოს მოსახლეობისა და შესაბამისი უწყებების პერიოდული ინფორმირება, გამოყოს პირები, რომლებიც დაიცავენ მოსახლეობის უსაფრთხოებას.
✅საკრებულოს წევრებმა, მადლობით მოიხსენიეს სამსახურის თანამშრომლები, რომელთაც განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი პანდემიის პერიოდში. ისინი დაუღალავად შრომობდნენ და უყურადღებოდ არ ტოვებდნენ ქალაქის მოსახლეობას პანდემიის პერიოდში.