🔵ქალაქ ფოთში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მდებარე სპორტული დარბაზის კაპიტალური რემონტი დასრულების ეტაპზეა. ჩატარდა დარბაზის გადახურვისა და კედლების შელესვის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში გამოიცვალა იატაკი, ჭერი,კარ-ფანჯრები. სპორტული დარბაზი აღიჭურვა სრული ინფრასტრუქტურით.
🔵სამუშაოების ბოლო ეტაპის მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილეები კონსტანტინე თოფურია და მამუკა პაპასკირი გაეცნენ. მათ მშენებლებთან ერთად განიხილეს შესრულებული სამუშაოების ხარისხი.
🔵აქტიურ ფაზაშია სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობის პროცესი ზერაგიას ქუჩაზე, რომელიც ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ,ირაკლი ხახუბიას ინიციატივით ხორციელდება.
🔵მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს დიდი (25X16) და მცირე (10X8) საცურაო აუზი ექნება, საცურაო სივრცეში განთავსდება 100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა. კომპლექსს ასევე ექნება სპორტული მოედანი, 160 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით, ცალკე განთავსდება ფიტნეს დარბაზი. სპორტულ კომპლექსში ეწყობა საშხაპეები, ოთახები მწვრთნელებისთვის, მსაჯებისთვის, პერსონალისთვის და ექიმისთვის. იქვე განთავსდება კაფე და საერთო საცხოვრებელი სპორტსმენებისთვის.
🔵ახალი კომპლექსი სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას მისცემს კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. მისი ღირებულება 14,5 მილიონი ლარია.