🔵28 ივლისის ძლიერმა წვიმამ და სტიქიამ საქართველოს რეგიონებში ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემა შექმნა. დაზიანებულია გზები და ხიდები. საგრძნობლად იმატა მდინარე რიონის დონემ, რომელსაც მთიდან მოგლეჯილი ხეები და სხვა ნატანი მასალა მოაქვს, რაც ფოთში მდინარის შესართავთან ზღვის სანაპირო ზოლის დაბინძურებას იწვევს.
🔵ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ ზღვის სანაპირო ზოლის გაწმენდაზე.
🔵მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა ნაგავშემკრები მოწყობილობის შეძენაზე, რაც შესაძლებელს გახდის ნატანი მასალის შეკავებას, ზღვაში ჩადინებამდე.