🔵ფოთში მარტოწყალას ტბაზე სათევზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები იწყება.
🔵პროექტი ტერიტორიის კეთილმოწყობასთან ერთად ინფრასტრუქტურის განვითარებასაც ითვალისწინებს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია როგორ სპორტული თევზჭერის, ისე ტურისტული განვითარების კუთხით.
🔵პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
🔵პროექტი ითვალისწინებს პირსის, საჩრდილობლების, ვიზიტორთა და მეთევზეთა მომსახურების ცენტრების მოწყობას.
🔵სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯორჯიან სტოუნი“ შეასრულებს. მისი ღირებულება 66 801 ლარია.
🔵თანხა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საგრანტო კონკურსში გამარჯვებით იქნა მოპოვებული. tiktok jeton hilesi