▶️ 10 ივლისის სტიქიის შედეგები განიხილეს ფოთის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად მიყენებული ზიანის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელსაც ფოთის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია ხელმძღვანელობს.
▶️ სამუშაო ჯგუფმა შეაჯამა ამ დროისათვის არსებული მდგომარეობა, გაწეული სამუშაოები და განსაზღვრა მომდევნო სამოქმედო ნაბიჯები.
▶️სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში მერიის შესაბამისი სამსახურებისა და სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები შედიან, რომლის მიზანია სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის მიზნით სათანადო ღონისძიებების გატარება
▶️შეგახენებთ, რომ ფოთში 10 ივლისს ძლიერი წვიმა დაფიქსირდა,რამაც რამდენიმე ქუჩის და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების დატბორვა გამოიწვია, წვიმის წყალი ჩაუვიდა მრავალსართულიან კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას.