ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ, ფოთის საკრებულოს თავმჯდომრემ ბექა ვაჭარაძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლოზ შარაძემ, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რამაზ პაპიძემ, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, სანაპირო დაცვის ბაზაზე 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის აგრესიის დროს, ტაქტიკური რაკეტებით ქალაქ ფოთში, დაბომბილ იქნა სანაპირო დაცვის ბაზა, ყოფილი სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზა და სავაჭრო ნავსადგური, რის შედეგადაც დაიღუპა ხუთი და დაიჭრა ოცდათორმეტი მეომარი.