პროექტის „ახალგაზრდების იდეა ფოთს“ ფარგლებში, დაიწყო გამარჯვებული იდეების განხორციელება. მათ შორის ერთ-ერთი პირველი პროექტია საქართველოს რუკის ფორმის სანომრე აბრების განთავსება 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა სახელობის ქუჩებზე. დღეს პირველი აბრა განთავსდა ფოთელი გმირი ჯარისკაცის, ოთარ კიკალეიშვილის სახელობის ქუჩაზე.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, ბექა ვაჭარაძემ, განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ახალგაზრდების იდეით ხორციელდება ეს კონკრეტული პროექტი და სიმბოლურია დღეს მისი განხორციელება ჩვენი გმირების სახელების უკვდავსაყოფად.
#არაოკუპაციას