ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საგრანტო კონკურსის ფარგლებში „ახალგაზრდების იდეა ფოთს“, დღეს პირველი გამარჯვებული პროექტი განხორციელდა. 2008 წლის 8 აგვისტოს დაღუპული, ფოთელი რეზერვისტის ოთარ კიკალეიშვილის სახელობის ქუჩაზე, ახალგაზრდების მიერ შემუშავებული ნუმერაციის აბრები გაიკრა. აბრების გაკვრა, ფოთში 8 აგვისტოს დაღუპული ყველა გმირის სახელობის ქუჩაზე იგეგმება. ოთარ კიკალეიშვილი 1988 წელს დაიბადა ფოთში. სკოლის დამთავრებისთანავე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა იურიდიულ ფაკულტეტზე, პარალელურად მუშაობდა შპს „სოვავტოტრანსჯორჯიაში“. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს ის რეზერვისტად გაიწვიეს. ოთარ კიკალეიშვილი სენაკის სამხედრო ბაზის დაბომბვისას დაიღუპა. 2008 წელს მიანიჭეს მედალი მხედრული მამაცობისთვის.
tiktok takipçi satın al