🔵ფოთის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს კუნძულის სანაპირო ზოლზე მისასვლელი ძირითადი გზების – დემეტრე თავდადებულის, ბერდიანსკის და თამარ მეფის ქუჩების ტროტუარების კეთილმოწყობა. დაგეგმილია გზის საფარის აღდგენა და ასფალტის გადაგება.
🔵გარდა ამისა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, აკაკის ქუჩაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 1,46 კმ-იანი და წმინდა გიორგის ქუჩაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 1,505 კმ-იანი მონაკვეთების რეაბილიტაციას აფინანსებს. უკვე მიმდინარეობს მუშაობა რეკვავას ქუჩის 0.7 კმ. მონაკვეთის კეთილმოწყობაზე.
🔵საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით რეაბილიტირდება ფალიაშვილის, გორგასლის, ნინოშვილის,სააკაძის, გამსახურდიას და ჭავჭავაძის ქუჩები.