🔵ახალი სააღმზრდელო წლიდან ქალაქ ფოთის საბავშვო ბაღებში დასაქმებული ყველა თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს მიიღებს.
➡️შრომითი ანაზღაურების ზრდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად ,მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ჩართულობით და ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ საბიუჯეტო სახსრების მობილიზებით ხორციელდება.
➡️ ფოთის ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების 382 თანამშრომელი სექტემბრიდან 100 ლარით გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს.
მიმდინარე წელს აიპის სახელფასო ფონდი 160 ათასი ლარით გაიზარდა.
➡️ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი მიმდინარე წელს 9 სკოლამდელ დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 518 ათასი ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
➡️პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ქალაქში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე. 9 აპრილის ხეივანში, N-5 საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, ახალი სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობას ლტოლვილთა დანიის საბჭო, ხოლო ბარათაშვილის ქუჩაზე ახალი ბაღის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს.